|
2017-01-25 22:53:16, 2864 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტზე მუშაობენ
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტზე მუშაობენ.ინიციატივის ავტორი დემოკრატი სენატორი რიჩარდ დურბინია. ის და სენატორები ასევე ორპარტიული კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელმაც მოსკოვის მხრიდან კიბერთავდასხმა უნდა გამოიძიოს. კანონპროექტის ინიციატორი რიჩარდ დურბინი მკაცრად აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტს და აცხადებს, რომ ტრამპის პოლიტიკა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის როლს ნატოში და აზიანებს ევროკავშირს. დურბინის განცხადებით, დონალდ ტრამპი აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს, გარდა ვლადიმერ პუტინისა. „პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ყველას, ვინც მას აკრიტიკებს, იმპულსურად ესხმის თავს, არ აკრიტიკებს ერთ პიროვნებას, რომელიც დამნაშავეა ამ კიბერთავდასხმების სპონსორობაში. პრეზიდენტი Twitter-ში წერს ყველაფერზე - კონგრესმენ ჯონ ლუისზე, მერილ სტრიპზე, ალეკ ბოლდუინზე, ამერიკის პრესაზე, ამერიკის დაზვერვის საზოგადოებაზე, ჰამილტონის მსახიობებზე, ნატოზე, ვლადიმერ პუტინს კი ინდობს,“ - აცხადებს რიჩარდ დურბინი. როგორც ცნობილია, სენატორების მოთხოვნილმა ორპარტიულმა კომისიამ რუსეთის კიბერთავდასხმის გარდა უნდა შეისწავლოს, ნამდვილად ფლობს თუ არა რუსეთი კომპრომატებს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და არის თუ არა საფრთხის შემცველი პრეზიდენტის გარემოცვის კონტაქტები რუსეთის ხელისუფლებასთან. სენატორ დურბინს საეჭვოდ მიაჩნია პრეზიდენტის მიერ კამპანიის დროს და მის შემდგომ რუსეთზე გაკეთებული განცხადებები.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)