|
2017-01-25 09:56:50, 1480 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შვეიცარიის ელჩი მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლუკას ბეგლინგერი და ელჩის მოადგილე ალვარო ბორგი მიიღო. საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბარი საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს შეეხო. აღინიშნა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მზარდი დინამიკა და გამოითქვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. შეხვედრისას მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიელ დიპლომატებს შვეიცარიის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციასთან გაწეული შუამავლობისთვის. ხაზი გაესვა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) ხელმოწერილი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ასევე ყურადღება დაეთმო სამთო ტურიზმის, რეგიონთაშორისი, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. შვეიცარიის ელჩმა ლუკას ბეგლინგერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვეიცარიული მხარის მზაობა, კვლავაც შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)