|
2017-01-24 13:38:34, 1307 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი იმედოვნებს, რომ მართლმსაჯულების მესამე ტალღის კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს არ დაადებს
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, იმედი აქვს, მართლმსაჯულების მესამე ტალღის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა მიიღო, პრეზიდენტი ვეტოს არ დაადებს. წულუკიანის თქმით, მთავრობა რეფორმების ამ პაკეტზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს და მის ძალაში შესვლას ბევრი ადამიანი ელოდება: „კანონპროექტი მიიღო პარლამენტმა, დარჩა რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ესაა პრეზიდენტის მიერ ხელმოწერა, დიდი იმედი გვაქვს, ამ რეფორმას, რომელსაც თვითონ მოსამართლეები ელოდებიან, თითოეული მოქალაქე ელოდება ვისაც კი სასამრთლოსთან შეხება ჰქონია, ჩვენი მთავრობა და მართლმსაჯულების მესვეურები ძალიან დიდ იმედებს ამყარებს ამ რეფორმაზე, არ გახდება პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს საგანი, თუმცა თუკი მან მაინც გამოიყენა ვეტოს უფლება, ეს მისი მისი სრული უფლებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვეტოსთან ერთად ის წარმოადგენს შენიშვნებსაც და ამ შენიშვნებზე მოხდება პარლამენტში შესაბამისი მსჯელობა“,-განაცხადა ისუტიციიის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)