|
2017-01-23 14:39:14, 1451 ნახვა
პოლიტიკა
ქუცნაშვილი: კონსტიტუციაში უნდა გავაჩინოთ ჩანაწერი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ექნება განსაკუთრებული სტატუსი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ექნება განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში. თუმცა,რას იგულისხმებს განსაკუთრებული დტატუსი,ქუცნაშვილის თქმით, ეს მოლაპარაკების მსგიდასთან უნდა გადაწყდეს. " ჩემი უმთავრესი მოსაზრებაა და რამდენიმე იურისტიც ამ მოსაზრებას იზიარებს, რომ ჩვენ უნდა გადავდგათ ახალი ნაბიჯი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და კონსტიტუციაში გავაჩინოთ ჩანაწერი, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ექნება განსაკუთრებული სტატუსი საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში. განსაკუთრებული სტატუსის გზავნილის გაგზავნა ჩვენ ძმებ, აფხაზებთან და ოსებთან მიმაჩნია, რომ არის სწორი, დროული და აუცილებელი. განსაკუთრებული სტატუსი თუ ეს გზავნილი ჩვენი მეგობრებისთვის მისაღები იქნება, მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა გადაწყდეს, თუ რას გულისხმობს ეს განსაკუთრებულობა და ამას დრო დასჭირდება. დიდი ჩინეთიც კი იძულებული გახდა, მრავალი წლის შემდეგ, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის წასულიყო იმ გზაზე, რომ ერთი სახელმწიფოს ქვეშ ორ სისტემას ეფუნქციონირა. ჰონკონგის სისტემას და ჩინეთის დანარჩენი სახელმწიფოს მოწყობას",-აღნიშნა ქუცნაშვილა. ცნობისთვის, პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)