|
2017-01-23 12:13:43, 1140 ნახვა
პოლიტიკა
ადა მარშანიას ინფორმაციით, ორპალატიან პარლამენტზე გადასვლის იდეა გაჩნდა
პატრიოტთა ალიანსის წევრის ადა მარშანიას განცხადებით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის და უბრალოდ ამ საკითხზე გაუგებრობა მოხდა. თუმცა, მარშანიას განმარტებით, ორპალატიან პარლამენტზე გადასვლის იდეა გაჩნდა. " ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა უბრალოდ გაუგებრობა. იცით, რომ სამუშაო ჯგუფი 4 ნაწილად ვართ გაყოფილი, ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის, ჯერ ვერ იქნება გადაწყვეტილი და უშუალოდ, პარლამენტის გადატანა, არ გადატანა არის დაკავშირებული უმძიმეს და საკვანძო საკითხთან, ქვეყნის მოწყობის საკითხთან, მე თქვენ ახლა ახალ ამბავს გეუბნებით, ჩვენ თუ ვთანხმდებით და არის ასეთი იდეა, რომ კონსტიტუციის მე-4 მუხლი, გარდამავალი რომ ჰქვია, ჩვენ გავაუქმოთ და შევთანხმდეთ 2 პალატიან პარლამენტზე, მაშინ აბსოლუტურად ლოგიკური, სწორი იქნება, რომ ერთ-ერთმა პალატამ ქუთაისში იმუშაოს, ხოლო მეორე გადმოვიდეს თბილისში. ეს სამსჯელო საკითხია. უბრალოდ იმ ჯგუფში არ იყო ისეთი წინააღმდეგობა, ბოლომდე საკითხი არ გავიარეთ და რაღაც გაუგებრობა იყო", - განაცხადა ადა მარშანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)