21:00 - 08 May, 2026
|
2017-01-23 12:10:14, 1283 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ვანო მერაბიშვილს დღეს საპატიმროში შეხვდება
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დღეს საპატიმროში ვანო მერაბიშვილს შეხვდება, - ამის შესახებ პარტიის წევრმა აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინაშვილმა არ დააკონკრეტა, ვინ შეხვდება ე.წ. მატროსოვის ციხეში პარტიის გენერალურ მდივანს. "დღეს გაიმართება შეხვედრა ვანო მერაბიშვილთან. ჩვენი წარმომადგენელი შევა მასთან და ყველაფერს გაიგებთ, როდესაც საპყრობილიდან გამოვა. ვანო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია. მას არ გამოუთქვამს მკაფიო პოზიცია, რომ არ სურს გენერალური მდივნობა და მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებას არ ვაპირებთ. ვნახოთ რა შედეგები იქნება", - განაცხადა მინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)