21:02 - 08 May, 2026
|
2017-01-23 09:43:24, 1179 ნახვა
პოლიტიკა
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი დღეს სხდომას გამართავს
საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი დღეს 11:00 საათზე შეხვედრას გამართავს. ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა კი პირველი შეხვედრა გუშინ გამართა და კონსტიტუციის შესაბამისი თავების და მუხლების განხილვას შეუდგა. სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახსნა და კომისიის წევრებს ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)