|
2017-01-21 20:53:22, 1448 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე პარლამენტის ადგილმდებარეობაზე: საკონსტიტუციო კომისიის დღევანდელ შეხვედრაზე, ამ თემაზე არ გვიმსჯელია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე პარლამენტის ადგილმდებარეობაზე არ უმსჯელიათ. ამის შესახებ კობახიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა. მისი განცხადებით, მას არ მოუსმენია ”პატრიოტთა ალიანსის” წევრის, ადა მარშანიას კომენტარი პარლამენტის მდებარეობასთან დაკავშირებით და ამ თემაზე დღეს არ უმსჯელიათ. ”მე ეს კომენტარი არ მომისმენია, ჩვენ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს არ გვქონია, დღეს მსჯელობა შეეხებოდა კონსტიტუციის პრეამბულას, პირველ თავს, მეორე თავს. ამ თავებით ასე ვთქვათ არ არის დარეგულირებული პარლამენტის ადგილსამყოფელი, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომისიის სამუშაო ჯგუფს არ უმსჯელია”, - აღნიშნა კობახიძემ.
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)