|
2017-01-20 14:54:22, 1878 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბეჟაშვილი: პარტიის გენმდივნის ფუნქციას მერაბიშვილის გათავისუფლებამდე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითავსებს
„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალ თავმჯდომარესა და მის ორ მოადგილეს აირჩევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი როლი დაეთმობათ რეგიონალური კონფერენციების მიერ არჩეულ პოლიტსაბჭოს წევრებს. "მაქსიმალურად ვრთავთ რეგიონებისა და რაიონების წარმომადგენლებს პოლიტსაბჭოში და გადაწყვეტილების მიღება მათზეც იქნება დამოკიდებული",-აღნიშნა ბეჟაშვილმა. გარდა ამისა, ბეჟაშვილის განმარტებით, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე შეითვისებს გენერალური მდივნის ფუნქციას, თუმცა პარტიის გენმდივანი კვლავ ვანო მერაბიშვილი იქნება: "მერაბიშვილის გათავისუფლებამდე მის ფუნქციას შეითავსებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე. გათავისუფლების შემდეგ, მას ექნება საშუალება, იყოს გენერალური მდივანი",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)