2017-01-20 10:33:33, 1156 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე დღეს ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
დედაქალაქ თბილისში დღეს თოვლჭყაპი და +3 გრადუსი სითბო იქნება, 21 იანვარს +5 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის.22-23 იანვარს +5 გრადუსი და მცირე წვიმაა მოსალოდნელი.
კახეთის რაიონში დღეს თოვლს ელოდებიან. ხვალიდან 23 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდებია ნავარაუდევი.
გორში +4 გრადუსი და თოვლჭყაპი იქნება, 21 იავარს გამოიდარებს, ხოლო 22-23 იანვარს თოვლს პროგნოზირებენ. ჰაერი +3 გრადუსამდ ეგათბება.დასავლეთ საქართველოში 23 იანვრის ჩათვლით ნალექია მოსალოდნელი. მაღალმთიან ადგილებში კი მოთოვს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან