2017-01-19 12:15:38, 1251 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 770 ბავშვი გახდება
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 47-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული კიდევ 770 ბავშვი გახდება.
ნათლობა სამებაში 17:00 საათძე დაიწყება. პატარებს საჩუქრად ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ. ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.
ცნობისთვის, დღეისათვის უწმინდესს 30 238 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან