19:02 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-18 18:54:27, 1192 ნახვა

პოლიტიკა
ქართულმა მხარემ ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება მოითხოვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 73-ე შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ის ინციდენტები განიხილეს, რომელიც პოტენციურად საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ე.წ. ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებით აუცილებელია მისი უმოკლეს ვადაში უპირობო გათავისუფლება და ოჯახის წევრებისთვის მისი მონახულების საშუალების მიცემა.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს, რომელიც საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართები, ღობეები და სხვა ხელოვნური ბარიერები კვლავაც  ქმნის.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 3 თებერვალს გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
ელენე ხოშტარია - რეალური ზეწოლის პირობებში ოცნება უკან იხევს
ამირან გამყრელიძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics