|
2017-01-18 11:05:16, 1281 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უსაფრთხო გარემო იყო
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გარემო უსაფრთხო იყო. კერძოდ, იმ 77%- დან, ვინც განაცხადა,რომ მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში, 96% ამბობს,რომ საარჩევნო უბანზე უსაფრთხო გარემო იყო. 12% აღნიშნავს, რომ გაურკვეველი იყო, რომელი ბიულეტენი უნდა გამოეყენებინათ, ხოლო მხოლოდ გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ შემავიწროვებელი და შემაშინებელი გარემო იყო. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)