|
2017-01-18 10:45:08, 1107 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ძალადობა არც 2012 და არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში არ ყოფილა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% მიიჩნევს,რომ ძალადობა არ ყოფილა არც 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და არც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში. 18% ფიქრობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ხოლო 11%-ის აზრით, ძალადობის დონე ერთნაირი იყო. ამასთან, 12%-ის შეფასებით, 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების პერიოდში უფრო მეტი ძალადობა იყო, ვიდრე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების პერიოდში. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)