|
2017-01-17 22:45:02, 1286 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა თბილისის მერობისთვის კენჭისყრას არ აპირებს
მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მით უმეტეს არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც თბილისის ყოფილმა მერმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი მის ქმედებებს სწორედ ასე აღიქვამს. „მე არ ვიბრძვი დაბრუნებისთვის, მითუმეტეს არ ვაპირებ თბილისის მერობაზე კენჭისყრას, მაგრამ ფუნდამენტურად ეს არ არის დაბრუნება. აქ არის განსხვავება ჩემს და მიშას ხედვას შორის. მიშა ამას უყურებს, როგორც დაბრუნების პროექტს,“ - აცხადებს გიგი უგულავა. უგულავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ახალი ურთიერთობები „ფუნდამენტურად მიუღებელი აღმოჩნდა“. მისივე თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის საკითხზე ჯერ კიდევ 2013 წელს იყო საუბარი და ეს განხილვა მაშინაც მწვავე კოფლიქტით დასრულდა. „ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს ერთი წელიც ის ყოფილიყო პრეზიდენტი და არა პარტიის ლიდერი,“ - აცხადებს უგულავა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)