|
2017-01-17 22:40:38, 1281 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: პარტიის დანგრევის პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილზეა
პარტიის, რომელსაც ასეთი მისია ჰქონდა, ამის დანგრევის პასუხისმგებლობა მასზეა [მიხეილ სააკაშვილზე], - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. მისი თქმით, ის მხოლოდ ამ ფაქტის გამოა მიხეილ სააკაშვილზეა გაბრაზებული. მისივე თქმით, სააკაშვილს ლიდერობაში არავინ ეცილებოდა და სწორედ მან დააყენა „არასწორი მოთხოვნა არჩევნების შემდეგ“ პარლამენტში არშესვლის თაობაზე. მან აქვე აღნიშნა, რომ გუშინდელ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა არაერთი არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. „მე გაბრაზებული არ ვარ მიშაზე საერთოდ, ერთ ნაწილს თუ არ ჩავთვლით. ამაზე ნამდვილად გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ პარტიის, რომელსაც ასეთი მისია ჰქონდა, ამის დანგრევის პასუხისმგებლობა მასზეა,“ - განაცხადა თბილისის ყოფილმა მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)