18:18 - 08 May, 2026
|
2017-01-17 22:15:20, 1394 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა: ფაქტია, რომ პარტია ორად გაიყო და ორი ჯგუფი ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე გააგრძელებს საქმიანობას
ფაქტია, რომ პარტია ორად გაიყო და ორი ჯგუფი ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე გააგრძელებს საქმიანობას, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, ენმ-ში კრიზისი იყო. მისი თქმით, მთავარ ოპოზიციურ ძალას, ნაციონალურ მოძრაობას, ჰქონდა შანსი, ყოფილიყო ეტალონი. მან აქვე აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც თანაარსებობის იდეა გამოირიცხა, ერთადერთი იდეა ჰქონდა - „თანაცხოვრების რაღაც ახალი ფორმა მოგვეძებნა“, თუმცა, მისივე თქმით, ესაც შეუძლებელი აღმოჩნდა. „ისიც ფაქტია, რომ პარტია ორად გაიყო და ორი ჯგუფი ამ შემთხვევაში ცალ-ცალკე გააგრძელებს საქმიანობას,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)