|
2017-01-17 13:40:28, 1331 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ ყრილობაზე თავმჯდომარეს არ აირჩევს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, პარტია ყრილობაზე თავმჯდომარეს არ აირჩევს. როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა. ”მთავარი აქცენტები გაკეთდება თუ რა გეგმები ექნება პარტიას და როგორ აპირებს ის ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება მანამ, სანამ პოლიტიკური რეპრესიები არ დასრულდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ყრილობა დეკლარაციის მიღებას გეგმავს”, - განაცხადა ნინო კალანდაძემ. კალანდაძის თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე 7136 დელეგატია რეგისტრირებული. "პარტიის იმ წევრებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ ყრილობას დაესწრონ, დამზადდა დამატებითი მოსაწვევები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში. ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება",-აღნიშნა კალანდაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)