|
2017-01-17 12:25:36, 1369 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე დღეს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დღეს ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. დოლიძე სტოლტენბერგთან შეხვედრისას, ქვეყნის დეოკუპაციის საკითხზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაზე გაამახვილებს ყურადღებას. „ჩვენ გვექნება დღეს შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან იანს სტოლტენბერგთან, რომელსაც მოჰყვება ნატო-საქართველო კომისიის სხდომა. სტოლტენბერგთან ვერ აუვალთ ჩვენ იმ საკითხებს, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. ასევე სექტოლარული რეფომრების საკითხებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის თაობაზე და ამავე დროს შავი ზღვის უსაფრთხოების ერთეულის გაძლიერების თაობაზე“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)