17:26 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-16 21:37:53, 1049 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის დადებითი პროცესი

ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის ძალიან დადებითი პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, ენმ-ის ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები. მისივე თქმით, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ის ვერ ჩამოდიოდა საქართველოში.

​„პოლიტსაბჭო და ფრაქცია ერთი და იგივე ჯგუფის მიერ იყო დაკომპლექტებული, ბოკერიას ჯგუფის მიერ. ეს პროცესი ნაციონალური მოძრაობაში პირველად არ მომხდარა, ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ადამიანების ჯგუფები ყოველთვის მიდიოდნენ. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, განახლების პროცესი მნიშვნელოვანია. ნაციონალური მოძრაობის ფორმალურად მმართველ ჯგუფში აშკარად იყო ბიუროკრატიზაციისა და დაჭაობების ნიშნები, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ მე საქართველოში ვერ ჩამოვდივარ, ეს დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან, დაკავშირებულია იმასთან, რომ ეს არის ყოფილი ხელისუფლების პარტია და ვინც იყო ხელისუფლებაში, ისინი ძნელად გადადიან სხვა მდგომარეობაში, ოპოზიციურ მდგომარეობაში. ეს ხალხი, ვინც წავიდა, მათი აბსოლუტური უმეტესობა არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, ისინი ბოლომდე ვერასდროს ვერ მოერგნენ ხელახლა პარტიულ, ოპოზიციურ, ხალხოსნურ მოღვაწეობას, ამიტომ ბიუროკრატიის ძველი ნაწილი, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა, ჩამოშორდა პარტიას, ეს არის ძალიან დადებითი პროცესი,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics