|
2017-01-16 16:57:11, 2433 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია „ალტერ ვეის" წარმომადგენლებს შეხვდა
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელსაყრელი დაბეგვრის რეჟიმი, მნიშვნელოვან სტიმულს აჩენს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარებისა და ახალი პროექტების წამოწყებისთვის. პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთ-ერთი ასეთი კომპანიის - შპს „ალტერ ვეის" წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანია ონლაინ სარეკლამო მომსახურების გაწევის მიზნით, პარტნიორობას ისეთ საერთაშორისო ბრენდს უწევს, როგორიცაა კომპანია Google (ირლანდიისრეზიდენტ იურიდიულ პირთან Google Ireland Ltd-ის სახით). Google Ireland Ltd-დან მიღებულ სარეკლამო ინფორმაციას/კონტენტს კომპანია საკუთარ ვებგვერდზე ანთავსებს და მისი მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე „ალტერ ვეის" წარმომადგენლებმა ფინანსთა მინისტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კომპანიის საქმიანობის შესახებ, რომელიც როგორც ციფრული მარკეტინგის, ისე მედიაპროექტების მიმართულებას მოიცავს. დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით ხაზი ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა, რადგან იგი ხელს უწყობს დასაქმებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე, საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზრებზე. როგორც ცნობილია, ქართული კომპანიების მიერ საზღვარგარეთ გაწეული მომსახურება, რომელიც წარმოადგენს მომსახურების ექსპორტს, საგადასახადოკანონმდებლობით არ იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. ფინანსთა მინისტრის თქმით ის ფაქტი, რომ ქართული კომპანია ონლაინ სარეკლამო მომსახურებას უწევს უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას, ადასტურებს, რომბოლო წლებში საგადასახადო სისტემაში განხორციელებულმა რეფორმებმა, ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, ჩვენიქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები კიდევ უფრო პერსპექტიული და მიმზიდველი გახადა ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის. „მისასალმებელია, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა ჩამოაყალიბა კომპანია, დაიწყო საქმიანობა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით და მსოფლიოში ერთ-ერთყველაზე დიდ კომპანიას, „Google-ს" უწევს ონლაინ სარეკლამო მომსახურებას. კომპანიის წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროს მომართეს წინასწარიგადაწყვეტილების მიღების თაობაზე, ჩაითვლებოდა თუ არა მათ მიერ გაწეული მომსახურება მომსახურების ექსპორტად, რაზეც მიიღეს დადებითი დასკვნა.ვფიქრობთ, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს და ხელს შეუწყობს კომპანიის საქმიანობას, მეტ რესურს მისცემს განვითარებისთვის", - განაცხადა ფინანსთა მინისტრისპირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დღევანდელი გადაწყვეტილება სერიოზულ ბიძგს მოგვცემს განვავითაროთ კომპანია. გამომდინარე იქიდან, რომასეთი ტიპის მომსახურება პერსპექტიულია მთელ მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც არის დიდი შესაძლებლობა აღნიშნული ბიზნესის განვითარების მიმართულებით," -აღნიშნა კომპანია „ალტერ ვეის" ციფრული მარკეტინგის დირექტორმა, ბექა თვალავაძემ. როგორც აღინიშნა, კომპანია „ალტერ ვეი" მომავალშიც აპირებს საინტერესო პროექტების განხორციელებას, ახალი პროდუქტებისა და სამუშაო ადგილების შექმნას. (NS)
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
მონაკოში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)