|
2017-01-14 11:08:26, 996 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლებს
შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები 14 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ესტუმრებიან. საგარეო უწყების ინიციატივით, ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება გაიმართება. ცნობილი ზღაპრის გმირები მათ კიდევ ერთხელ მიულოცავენ ახალი წლის დღესასწაულს და საინტერესო წარმოდგენას შესთავაზებენ. ღონისძიების დასასრულს, ბავშვებს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიერ სპეციალურად მათთვის შეგროვებული საჩუქრები გადაეცემათ. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ ბავშვებს პირადად უმასპინძლებს. როგორც ცნობილია საგარეო უწყება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის უკვე მეოთხე წელია სისტემატიურად აწყობს სხვადასხვა აქტივობებს და ყოველ წელს მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე მასპინძლობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)