10:32 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 18:49:52, 1174 ნახვა

საზოგადოება
ვეტერანთა სამსახური თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას სრულ მხარდაჭერას უცხადებს

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ ვლადიმერ იმნაძეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები  და სამომავლო თანამშრომლობაზე  შეთანხმდნენ.

ლევან იზორიამ სტუმარს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გაუზიარა და მისი მოსაზრებები მოისმინა. „მის მიერ, დადებითად იქნა შეფასებული, მოწონებული და მხარდაჭერილი რეფორმები, რომლებსაც ჩვენ თავდაცვის უწყებაში ვახორციელებთ. ჩვენ, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვეტერანების მოსაზრებას. დავსახეთ თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული გეგმები.

თავდაცვის სამინისტრო, მისი კომპეტენციის ფარგლებში, გააგრძელებს ინტენსიურ და აქტიურ თანამშრომლობას ვეტერანებთან“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავის მხრივ, ვლადიმერ იმნაძემ მინისტრს რეორგანიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრა ვეტერანთა საკითხებზე საუბრით გაგრძელდა. ვლადიმერ იმნაძემ ლევან იზორიას ვეტერანთა პრობლემები გააცნო და მათ მოგვარებაში თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მისივე შეფასებით, თავდაცვის მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა სამომავლო თანამშრომლობისა და ნდობის სრული გამოხატულებაა. 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე დაესწრნენ. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ აბაშაში დააკავა კაცი, რომელმაც სანადირო თოფით გასროლით მეზობელი დაჭრა
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics