|
2017-01-13 17:59:38, 1114 ნახვა
საზოგადოება
„ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს გზა, რათა აფხაზეთში იუნესკოს დახმარებით ძეგლების მონიტორინგი მოხდეს“
საქართველოს საპატრიარქოაფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეების მიერ ისტორიული ძეგლისა და მიმდებარე სასაფლაოს განადგურების შესახებ, გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით განცხადებას ეხმაურება. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო მონაცემებით, დასტურდება, რომ წებელდეს ციხის კომპლექსში შემავალი მე-8-9-ე საუკუნეებით დათარიღებული ნაეკლესიარი, მართლაც, დაანგრიეს და ასეთივე ბედი ეწია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აქ მცხოვრები პოლონელების სასაფლაოს. „საგანგაშოა ის ფაქტი, რომ მშვიდობიან პირობებში მიწისაგან პირისა აღიგავა მე-20 საუკუნის შუა ხანების სასაფლაო და გვიან შუა საუკუნეების ნასოფლარი, სამაროვანი და ეკლესიის ნანგრევები, რომელსაც ერთნაირად პატივს მივაგებდით როგორც ქართველები, ისე აფხაზები და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა წებელდეს ციხე-სიმაგრესაც საშიშროება არ დაემუქროს და, საერთოდაც, მსგავსი რამ რომ სხვაგან აღარ განმეორდეს“,-აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს საპატრიარქო აუცილებლად მიიჩნევს, ხელისუფლებამ გამოძებნოს გზა, რათა იუნესკოს სპეციალისტების საშუალებით განხორციელდეს, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში არსებული ისტორიული ძეგლების მონიტორინგი: „რადგანაც ქართველ სპეციალისტებს არ ეძლევათ შესაძლებლობა მათი დაცვა-რესტავრაციისა. ვფიქრობთ, აღნიშნული რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობაც და სათანადო სამსახურებიც ამის წინააღმდეგნი არ იქნებიან“,-ამბობენ საქართველოს საპატრიარქოში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)