19:05 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 15:50:15, 3163 ნახვა

მსოფლიო
BBC - ათასობით დემონსტრანტი დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავს

ათასობით დემონსტრანტი 20 იანვარს საპროტესტო აქციის გამართვას და ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავს,  - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, აქციის მონაწილეები 12 გამშვები პუნქტის დაბლოკვასა და თეთრ სახლთან გზების გადაკეტვას აპირებენ.

აქციის ორგანიზატორის დევიდ ტერსტონის თქმით, მათ "ქალაქში და  მთელ ქვეყანაში აჯანყების დანახვა სურთ".

დემონსტრანტები სხვა "სიურპრიზებსაც" ჰპირდებიან მოსახლეობას, თუმცა მათი ვარაუდით დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შესაძლოა, კონფლიქტი მოუვიდეთ.

მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით აქციის ჩატარებაზე ნებართვა სულ 27-მა საინიციატივო ჯგუფმა მიიღო. ეს რიცხვი სხვა ინაუგურაციებზე აქციების ჩატარების მსურველთა რიცხვს 4-ჯერ აღემატება.

არსებული ინფორმაციით, ტრამპის ინაუგურაციას 800 ათასი მაყურებელი დაესწრება. უსაფრთხოებას 15 ათასი ძალოვანი უზრუნველყოფს.

დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics