17:26 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-13 09:58:44, 1159 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ფრაქციის პირველ სხდომას გამართავს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“  დღეს  პარტიიდან წევრების ერთი ნაწილის დატოვების შემდეგ პირველ სხდომას ჩაატრებს.

 „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში პარტიის სახელით შესული 27 დეპუტატიდან, 21 გამოეყო და როგორც აცხადებენ, უმცირესობის სტატუსიც მათ დარჩებათ.

„სამწუხაროა რომ მოხდა პარტიის გაყოფა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად გავაგრძელოთ ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და საქმიანობა იმისთვის, რომ ქვეყნის ეს შეფერხებული და მძიმე მდგომარეობა, კიდევ უფრო ჩიხში არ შევიდეს. ამისათვის საჭიროა საპარლამენტო დონეზე საორგანიზაციო საკითხების დროულად მოგვარება“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათ პარლამენტში ერთი ფრაქცია ექნებათ, რომელსაც ნიკა მელია უხელმძღვანელებს.

ფრაქციის სხდომა პირველ საათზეა დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics