|
2017-01-12 17:48:33, 2011 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია: სამთავრობო პროგრამებით შევქმენით ქართული პროდუქტი, რომელიც არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი
„აწარმოე საქართველოში“ სწრაფი განვითარებისთვის“ - ამ სახელწოდებით 2017 წლიდან ერთი ქუდისა და ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაზეა ორიენტირებული. განახლებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ გააცნო. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ბენეფიციარები, ასევე სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ პოზიტიური მასშტაბირების ეფექტი იყოს უფრო დიდი. ჩვენ უკვე შეგვიძლია მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ სხვა პროდუქტებთან თანაბარ პირობებში იყიდეთ ქართული, რადგან ის არის კარგი და კონკურენტული. ყველა ჩვენგანს შეუძლია ამ საქმეში შეიტანოს საკუთარი წვლილი - ზოგს ინტერნეტსივრცეში, ზოგს შესყიდვებში, ზოგს შეუძლია იმოგზაუროს რეგიონებში და ქართული პროდუქციის პრომოცია გააკეთოს. ყველამ უნდა შევქმნათ პოზიტიური მოლოდინები, რომ შესაძლებელია საქართველოში წარმოებული პროდუქტი იყოს ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი დ მას მხარი დავუჭიროთ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)