16:35 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-11 13:43:46, 1033 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში  საქართველოს ელჩმა  დავით ბაქრაძემ  აშშ-ის თავდაცვის მდივნის  მოადგილესთან მაიკლ კარპენტერთან შეხვედრა გამართა.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა  თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

შეხვედრაზე ასევე  კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, მათ შორის აღინიშნა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 2016 წელს ქვეყნებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა.

მაიკლ კარპენტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ელჩმა თავდაცვის მდივნის მოადგილეს  საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და  ასევე  ინფორმაცია მიაწოდა  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე. 

მაიკლ კარპენტერმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.

მხარეებმა  ნატო-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს,  მათ შორის განიხილეს მიმდინარე წლის თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის გამართვის შესაძლებლობა.

 მაიკლ კარპენტერმა კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ-ს  დეპარტამენტის სრული მზაობა მომავალშიც ხელი შეუწყოს საქართველოსთან წარმატებულ თანამშრომლობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics