07:34 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-10 17:59:29, 981 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლების განადგურება შეწყვიტოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო პოლიგონის მომზადების მიზნით, გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდასთან არსებული მრავალფენიანი არქეოლოგიურ-არქიტექტურული ძეგლის - VIII-IX და გვიანი შუა საუკუნეების ნასოფლარის, სამაროვანის, ეკლესიის ნანგრევის და ასევე XX ს-ის შუახანების პოლონელთა სასაფლაოს განადგურების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში უწყება აღნიშნავს, სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის" 1954 წლის კონვენციას, ასევე "კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების" შესახებ  UNESCO-ს 2003 წლისდეკლარაციის პრინციპებს. 

"საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანების მორიგ ფაქტს, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული ძეგლების დაზიანებისა და განადგურების პრაქტიკა.  აღნიშნული უკანონო ქმედება კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამხედრო და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული დაზიანება არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, კერძოდ კი "შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში კულტურულ ფასეულობათა დაცვის" 1954 წლის კონვენციას, ასევე "კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების" შესახებ  UNESCO-ს 2003 წლისდეკლარაციის პრინციპებს. 

სამინისტრო მოუწოდებს ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას,UNESCO-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადო შეფასება მისცენრუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს და ყველა ღონე იხმარონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და დაცვის მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ცნობისთვისაფხაზეთში რუსმა სამხედროებმა მე-19 საუკუნის ეკლესია და პოლონელთა სასაფლაო გაანადგურეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics