|
2017-01-10 14:57:19, 1559 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კილაძე: ადამიანის უფლებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის ბალანსი დაცული უნდა იყოს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებებსა და მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოებას შორის. ამის შესახებ კილაძემ ჟურნალისტებს ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. " როგორც უფლებებია ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე უსაფრთხოებაა ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.ჩვენ ისეთ რთულ რეგიონში ვიმყოფებით ამ კუთხით, რომ არის საფრთხეები, მათ შორის ტერორიზმის საფრთხეები, აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალდებულებაა, როგორც სახელმწიფოსი, რომ უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხოების საკითხები. ამიტომ, მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შევიმუშაოთ, რომელიც მნიშვნელოვან ინტერესს გაითვალისწინებს და ორივე მიმართულებით იქნება სერიზოული წინსვლები ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, წინასწარ ზუსტად განსაზღვრული არ გვაქვს, როგორი ფორმით უნდა ჩამოყალიბდეს პროექტი, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ასეთი ფართო ჩართულობით, მოვახერხებთ და შევიმუშავებთ ისეთ პროექტს, რაზეც ვსაუბრობ",-აღნიშნა კილაძემ. კილაძის თქმით, ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით მისი და გუნდის მოსაზრებაა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების განხორციელებას ხელი არ უნდა შეეშალოს: "კონკრეტულად რა ფორმით მოხდება ეს, ამას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით",-განაცხადა კილაძემ. ფარული საგამოძიებო მოქმედებების საკანონმდებლო რეგულირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 32 წევრისგან არის დაკომპლექტებული და მასში წარმოდგენილი არიან სხვადასხვა სტრუქტურები, კერძოდ: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საქართველოს სახალხო დამცველი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, იუსტიციის სამინისტრო, მთავარი პროკურატურა, უზენაესი სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავდაცის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31 მარტამდე უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ეხება. არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებული მოდელის მიხედვით, ე.წ. ფარული მოსმენების გასაღები სპეციალურად შექმნილ დამოუკიდებელ ორგანოს უნდა ეკუთვნოდეს. მათივე შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით ე.წ. გასაღები უსაფრთხოების სამსახურში დარჩება, კონსტიტუცია დაცული ვერ იქნება
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)