|
2017-01-09 21:35:55, 1104 ნახვა
საზოგადოება
რუვენ რივლინი: ისრაელი რჩება საქართველოსთან მეგობრობის ერთგული
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რუვენ რივლინის და ნეჩამა რივლინის პატივსაცემად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას სახელით ოფიციალური სადილი გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას და აღნიშნა, რომ წელს ჩვენი ქვეყნები დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ეს ვიზიტი ჩვენი მეგობრობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი თვალსაჩინო დასტურია. „დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქში, რომელიც განსხვავებულ კონფესიათა და ცივილიზაციათა თანაცხოვრების მაგალითია. ეს მრავალფეროვნება ქართული სახელმწიფოს ძლიერებაა რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ებრაელთა თემმაც შეიტანა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ მოგვიწია ბრძოლამ ჩვენი თვითმყოფადობის დასაცავად. ჩვენი ქვეყნები დღესაც იბრძვიან საკუთარი სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების დასაცავად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უკეთესი და უფრო დაცული მომავლის შექმნას ჩვენი შვილებისათვის. ბატონო პრეზიდენტო, თქვენი დღევანდელი ვიზიტი საქართველოში ნათლად წარმოაჩენს ჩვენი სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო, განათლებისა თუ კულტურული თანამშრომლობის უდიდეს პოტენციალს. ჩემი ისრაელში ვიზიტის დროს, მე მომეცა შესაძლებლობა უშუალოდ მენახა თქვენი ქვეყნის შთამბეჭდავი მიღწევები სხვადასხვა სფეროში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველო - ისრაელის მეგობრობის შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ისრაელისათვის მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერისათვის. „მე დღეს აქ მოვედი ისრაელის ხელისუფლებისაგან ნათელი გზავნილით - ისრაელი რჩება საქართველოსთან მეგობრობის ერთგული. ჩვენი სურვილია წინსვლა საერთო ვაჭრობით ყველა სფეროებში და, განსაკუთრებით გავაძლიეროთ ჩვენი ერთობლივი მიმართულებებით. ჩვენი სურვილია საქართველოსთან და ქართველ ხალხთან ჩვენი საერთო ღირებულებები და მეგობრობა კონკრეტულ აქტივობებში გარდავქმნათ. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ნება მომეცით წარმოვთქვა სადღეგრძელო ჩვენი საერთო წარსულის პატივსაცემად, გამოვხატო მადლიერება თქვენი მასპინძლობისათვის და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისა და მოკავშირეობის იმედით. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ისრაელი", - განაცხადა რუვენ რივლინმა.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)