06:08 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-06 11:53:03, 1044 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის საელჩო: ერთად მივავლინოთ კაპიტანი ვარსკვლავთა მატჩზე

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ყველა ვარსკვლავის“ შუალედურ მონაცემებში ზაზა ფაჩულიას მეორე ადგილს საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება.

„ზაზა მეორე ადგილზეა და სწორედ ახლაა ყველაზე მეტი მონდომება საჭირო. ერთად მივავლინოთ კაპიტანი ვარსკვლავთა მატჩზე! ხმის მიცემა შესაძლებელია nba.com/vote გვერდიდან, გუგლის საძიებო გვერდიდან, ტვიტერიდან და, რა თქმა უნდა, ფეისბუქიდან. დაპოსტეთ საჯაროდ დღეში ერთხელ: #NBAVOTE Zaza Pachulia“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

ცნობისთვის, შუალედური შედეგების თანახმად, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თავის კონფერენციაში ხმების მიხედვით მე-2 ადგილს იკავებს. მას ამ დროისთვის 439 675 ხმა აქვს და მხოლოდ თავისი თანაგუნდელი  „გოლდენ სტეიტიდან", კევინ დურანტი უსწრებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics