|
2017-01-05 12:01:31, 991 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 6 350 825 ვიზიტი განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, გასული თვის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. კერძოდ უწყების ინფორმაციით, 2016 წლის დეკემბრის თვე 486 141 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,3 %-ით მეტია. "2016 წელს ქვეყანაში უკვე 6 350 825 ვიზიტი განხორციელდა, რაც 7,6%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 714 773-ით განისაზღვრა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 19%-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის დეკემბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი - 177 982 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36,6%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,8%); ბ) ტრანზიტი - 75 022 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15,4%, კლება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -15,8%); გ) სხვა - 233 137 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 48%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 5,1%). 2016 წლის დეკემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+9%), აზერბაიჯანიდან (+4%), თურქეთიდან (-17%), რუსეთიდან (-2%), უკრაინიდან (+14%) და ირანიდან (+375%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, 2016 წელს გამოირჩნენ ლატვია, ლიტვა, ბულგარეთი, და გერმანია (შესაბამისად 24%, 16%, 12%, და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (33%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (28%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (55%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 9%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)