04:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-04 16:07:30, 1290 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია პატრიარქს 84 წლის იუბილეს ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 84 წლის იუბილეს ულოცავს.

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მსურს მოგილოცოთ დაბადების დღე.

გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კვლავინდებურად სულიერი სიძლიერე ქართველი ერის გასამხნევებლად, ქართული სამოციქულო ეკლესიის მრევლის რწმენაში განსამტკიცებლად და დედა სამშობლოს კეთილდღეობისთვის თქვენი ღვთივსათნო ლოცვების აღსავლენად, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს იძულებით დანაწევრებულ ქვეყანას.

განუზომლად დიდია თქვენი ამაგი ქართული სულის გამოცოცხლებაში, ეროვნულ იდენტობასთან დაბრუნებასა და უმეცარი შვილების შერიგების ხანგრძლივ პროცესში.მაგრამ, თქვენი მამობრივი სიყვარულით აღსავსე ღვაწლს თავისი წვლილი შეაქვს ერთიანი, ძლიერი და ტოლერანტული ფასეულობების მქონე სახელმწიფოს შენებაში.

მსურს განგიახლოთ ჩემი პატივისცემა და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დაბადების დღე. ღმერთმა გიმრავლოთ სიცოცხლის დღენი“, - ნათქვამია ვახტანგ ყოლბაიას განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics