10:44 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-03 14:16:19, 2917 ნახვა

ეკონომიკა
თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა

პირველი იანვრიდან თამბაქოს ნაწარმზე,ნავთობპროდუქტებსა და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა.

აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 29 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე დაანონსა.

„თამბაქოს ფასი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და აქციზის გადასახადის ზრდა ამის გამოძახილი იქნება. ამასთანავე ვგეგმავთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურებას”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, „აქციზის განაკვეთი გაიზრდება იმპორტირებულ ავტომობილებზეც.

„თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს , რომ ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება”,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობამ თამბაქოზე აქციზის გადასახადი პირველად 2013 წლის 1 სექტემბერს გააძვირა. ერთ ყუთი ადგილობრივი წარმოების და იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე აქციზი გაიზარდა 60 თეთრიდან 75 თეთრამდე, ხოლო უფილტრო სიგარეტზე აქციზის არსებული განაკვეთი – 15 თეთრიდან 20 თეთრამდე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics