13:37 - 08 May, 2026
|
2016-12-30 17:29:57, 1344 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფომრაციით, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებაზე ისაუბრეს. პეტრო პოროშენკომ გიორგი კვირიკაშვილს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, ასევე, გაერო-ში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის თანაავტორობისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და იგი საქართველოში მოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)