|
2016-12-30 15:02:11, 1610 ნახვა
პოლიტიკა
ვარშავის მომავალ სამიტზე საქართველო წარმოდგენილი არ იქნება
საქართველო 2017 წლის ვარშავის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, სამიტი ვიწრო ფორმატში გაიმართება და მას მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან. იზორიას თქმით, სამიტი ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ფორმებისა და გეგმების შემუშავებას დაუკავშირდება. "საინტერესო შეხვედრა მქონდა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში სტოლტენბერგთან, როდესაც გახლდით პრემიერთან ერთად დელეგაციის წევრი. საუბარი იყო სამიტზე, რომელიც სავარაუდოდ 2017 წელს ჩატარდება, თუმცა ეს იქნება უფრო ვიწრო ფარგლებში. როდესაც აშშ-ში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ, ეს პრეცენდენტი იყო ნატო-ს რეალობაში, როდესაც მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნები შეიკრიბნენ, რათა მათი ურთიერთობის ფორმები და გეგმები დაესახათ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან. ეს ერთხელ მოხდა, ბუშის არჩევის შემთხვევაში და ეს სამიტი 2017 წელს სიმბოლური დატვირთვით იქნება. ის ახალი ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას დაუკავშირდება. ჩვენ არ ვიქნებით ამ სამიტზე მონაწილეები. სამიტი ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. შემდეგ გაფართოებულ სამიტზე მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)