|
2016-12-30 11:28:16, 988 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტა მოტორსი“ წლევანდელ წელს 20%-იანი ზრდით ხურავს
“თეგეტა მოტორსი” 2016 წელს 20%-იანი ზრდით ხურავს. მიუხედავად რთული ეკონომიკური და ძლიერი კონკურენტული გარემოსი რაოდენობაში ჯამური ზრდა 50% დაფიქსირდა, თუმცა სხვა მიმართულებებით ზრდა გაცილებით მაღალია და 80%-საც კი აღწევს. 2016 წელს „თეგეტა მოტორსმა“ გახსნა ახალი ფილიალები და გაფართოვდა არსებული: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და რუხში. ამის შედეგად ავტომობილების ჯამური დღიური გამტარიანობა 2015 წელთან შედარებით 300 ავტომობილით გაიზარდა და დღეისთვის „თეგეტა მოტორსის“ ფილიალები დღიურად 1200 ავტომობილზე მეტს ემსახურება. ასევე ლოიალური მომხმარებლის რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. ამასთან მნიშვნელოვნად განვითარდა სადისტრიბუციო ქსელი და გაიზარდა კორპორატიული მომხმარებლების რაოდენობა. “2017 წელს ჩვენ ვგეგმავთ დავასრულოთ დაწყებული პროექტები, გავხსნათ და გავაფართოვოთ კიდევ უფრო მეტი ფილიალი, ასევე მომავალ წელს ვგეგმავთ ახალი ბაზრების ათვისებას კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. საქართველო დღეს არის რეგიონის ლიდერი საბანკო და ტურიზმის სფეროში და ჩვენი მიზანია გავხადოთ საქართველო ლიდერი ასევე საავტომობილო სფეროში. დარწმუნებული ვარ ჩვენ ამას შევძლებთ და 2017 წელი იქნება ამის დასაწყისი.“- აცხადებენ კომპანიაში. „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც 21 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. იგი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს სთავაზობს. ჰოლდინგი აერთიანებს 4 შვილობილ კომპანიას. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი. ემსახურება 10 000-მდე კორპორატიულ კლიენტს და 800-ზე მეტ საბითუმო ობიექტს, გამოირჩევა დახვეწილი სავაჭრო ინფრასტრუქტურით და აერთიანებს 19 ფილიალს, რომლებიც თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მდებარეობს. „თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის, საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
(NS)
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)