|
2016-12-29 19:42:05, 2232 ნახვა
ეკონომიკა
ავტოტანსპორტის გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო ტესტირების ამოქმედებაში დახმარებისთვის მოლაპარაკებები შვეიცარულ კომპანიასთან გაიმართება
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში კონსულტაციას ეკონომიკის სამინისტროს შვეიცარული კომპანია "SGS Societe Generale da Surveilance SA" გაუწევს, რომელიც განაცხადთა განმხილველმა კომისიამ გამოცხადებულ ინტერესთა მოწვევაში მონაწილე კომპანიებს შორის გამარჯვებულად დაასახელა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. კომისიის ინფორმაციით, შესწავლილი და გაანალიზებული იქნა სამინისტროში წარმოდგენილი 4 კომპანიის წინადადება (TUV HELLAS (TUV NORD GROUP), TUV SUD DOGUS, "SGS Societe Generale da Surveilance SA" და Panteia ("SPECTRUM Consulting Ltd და RDW-სთან ერთობლივად), რომელთა შორისაც ინტერესთა გამოხატვით მოთხოვნილი პირობები დააკმაყოფილა მხოლოდ ერთმა კომპანიამ -"SGS Societe Generale da Surveilance SA"-მ. მათივე ინფორმაციით, დანარჩენი კომპანიების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ აკმაყოფილებს ინტერესთა გამოხატვაში მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ინტერესთა გამოხატვაში მოცემული პირობების შესაბამისად, გამარჯვებულად დასახელებულ კომპანიასთან დაიწყება მოლაპარაკებები და პირობებზე შეთანხმების შემთხვევაში, სამინისტროსა და კომპანიას შორის გაფორმდება ხელშეკრულება საკონსულტაციო მომსახურების გაწევის თაობაზე. "SGS Societe Generale da Surveilance SA" წარმოადგენს ინსპექტირების, შემოწმების, ტესტირებისა და სერტიფიცირების კომპანიას, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 137 ქვეყანაში, 1500 ოფისით და 75 000 დასაქმებული ადამიანით. კომპანიის მთავარი ოფისი ჟენევაში მდებარეობს. 1997 წლიდან კომპანიას წარმომადგენლობა გააჩნია საქართველოშიც, რომელიც თავიდან დაფუძნებული იყო თბილისში, ხოლო 1999 წლიდან მთავარი ოფისი საქმიანობს ბათუმში. „სჯს ჯორჯია“ 100%-ით ეკუთვნის SGS შვეიცარიას, რომელსაც უდიდესი გამოცდილება გააჩნია ავტომობილების ტესტირების სფეროში. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიზნით ინტერესთა გამოხატვა 2016 წლის ნოემბერში გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადი 4 კომპანიამ წარმოადგინა, ესენია: TUV SUD DOGUS; PANTEYA SPECTRUM CONSULTUNG; SGS SA; TUV HELLAS S.A., რომელთა მიერ შემოტანილი წინადადებების დალუქული პაკეტებიც ეკონომიკის სამინისტროში შექმნილი განაცხადთა განმხილველი კომისიის პირველ სხდომაზე 9 დეკემბერს გაიხსნა. სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე დავით ხუციშვილი ხელმძღვანელობდა. გამარჯვებული კომპანიის შერჩევის ბოლო ვადად 2016 წლის 30 დეკემბერი იყო განსაზღვრული. კომპანიების მოწვევის მიზნით აღნიშნული ინტერესთა გამოხატვა მიზნად ისახავდა კომპანიის შერჩევას, რომელიც დაეხმარება საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების სრულად ამოქმედებაში. (NS)
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)