17:37 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 15:42:02, 2275 ნახვა

ეკონომიკა
მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 38 გადამხდელს მიენიჭა

მთავრობის გადაწყვეტილებით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი დამატებით 38 გადამხდელს მიენიჭა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას ნინოწმინდის, ბორჯომის, ამბროლაურის, წალკის, ქედას, თეთრიწყაროს, ახალციხის, სიღნაღის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძის, დმანისის, ცაგერისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ეწევიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული საწარმოების საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს როგორებიცაა: რძის წარმოება-გადამუშავება; ხე-ტყის გადამუშავება; მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრის წარმოება; თაბაშირის მადნის გადამუშავება; ავეჯის წარმოება; ხილის, წვენების და ზეთების წარმოება; პურის ნაწარმის ცხობა; მევენახეობა; მეფრინველეობა; მეცხოველეობა და სხვა.

ამჟამად, მაღალმთიანი საწარმოს სტატუსით ჯამში 149 მეწარმე სარგებლობს.

მაღალმთიანი საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან, ხოლო იურიდიული პირები - ქონებისა და მოგების გადასახადისგან.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად, მეწარმე სუბიექტმა განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://gov.ge/s/dcc80

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics