|
2014-12-31 01:17:12, 3941 ნახვა
საზოგადოება
მამა ილიას ცხედრის იდენტიფიცირება მრევლმა ფოტოს მეშვეობით მოახდინა
საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარის მამა ილიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით, ერთი საათის წინ მიიღეს. "დაახლოებით, ორი საათის წინ ჩვენი საკონსულოსგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ადრიატიკის ზღვაში ნაპოვნი ცხედარი ერთ-ერთ სამხედრო გემზე გადაასვენეს. მრევლმა გარდაცვლილი მამაოს იდენტიფიცირება ფოტოსურათის მეშვეობით შეძლო. გემი ქალაქ ბრენდიზის პორტში დაახლოებით ერთ საათში იქნება და თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, სახელმწიფო მაქსიმალურად ეცდება, რომ გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურები სწრაფად და მარტივად განახორციელოს",-განაცხადა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ. ტაბატაძის ინფორმაციით, დაახლოებით ორი საათის წინ საქართველოს საელჩოსგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ადრიატიკის ზღვაში იპოვეს ცხედარი, რომელიც ერთ-ერთ სამხედრო გემზე აიყვანეს. აღნიშნული გემიდან ფოტოსურათი გადმოაგზავნეს. ფოტოს მეშვეობით მრევლმა გარდაცვლილი სასულიერო პირის იდენტიფიცირება მოახდინა. მისივე თქმით, ტრაგედიისას ბორანზე მყოფი სხვა ქართველების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)