13:36 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 13:29:06, 1137 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო სირიელ ბავშვებს 100 ათასი დოლარის დახმარებას გაუწევს

საქართველო ბავშვებს, რომლებიც  სირიის კრიზისის შედეგად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, 100 ათასი დოლარის  დახმარებას გაუწევს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა:

„პრემიერმა გამოთქვა მზაობა დაეხმაროს იმ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები გაეროსთან და ყველა გზები გამოვიკვლიეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. საბოლოო ჯამში შეთანხმდა, რომ ჩვენ გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში გაერო-ს სპეციალიზირებული ფონდის მეშვეობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დახმარებას განახორციელებს“, - აღნიშნა  ჯანელიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმის პატიმარმა გიორგი კუჭუაშვილმა, 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ფრიდონ ბუბუტეიშვილმა შეწყალებას ხელი მოაწერა – გიორგი რომელაშვილი
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics