|
2016-12-28 23:29:47, 1238 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი: ვცდილობთ, შევქმნათ სისტემა, რომლის მართვაც ერთი ადამიანის ნებაზე და ხასიათზე დამოკიდებული არ იქნება
ვცდილობთ, შევქმნათ სისტემა, რომლის მართვაც ერთი ადამიანის ნებაზე და ხასიათზე დამოკიდებული არ იქნება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა. მისი განცხადებით, მთავრობაში ცვლილებათა ძალიან დიდი პაკეტია ინიცირებული, რომლის ინიცირება უახლოეს დღეებში პარლამენტში მოხდება. „ჩვენ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია მივიღეთ და დღეის მდგომარეობით, მთავრობაში ცვლილებათა ძალიან დიდი პაკეტია ინიცირებული, რომლის ინიცირება უახლოეს დღეებში პარლამენტში მოხდება. მისი მიღების შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებებში უფლებრივი საკითხები ძალიან გაღრმავდება. ვცდილობთ, შევქმნათ სისტემა, რომლის მართვაც ერთი ადამიანის ნებაზე და ხასიათზე დამოკიდებული არ იქნება. უახლოეს პერიოდში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ძალიან ბევრი სიახლე დაინერგება“, - განაცხადა კახიშვილმა. მისივე თქმით, სამინისტროს ხელმძღვანელობის ხედვაა, რაც შეიძლება მოკლე დროში ევროპის მსგავს პატარა ციხეებზე გადავიდეთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იყო დრო, როცა ციხეებში დებულებებიც კი არ არსებობდა, რა უნდა გაეკეთებინა ციხის დირექტორს, რეჟიმის ინსპექტორს თუ ლოჯისტიკის სამსახურის მრჩეველს. ეს ყველაფერი, დღეს დადოკუმენტირებულია და ხელმძღვანელობა ცდილობს, სისტემა მყარ ლიანდაგებზე დააყენოს. სისტემის ძირითადი პრობლემები კი, ინფრასტრუქტურულ პროექტებთანაა დაკავშირებული. „სამინისტროს ხელმძღვანელობის ხედვაა, რაც შეიძლება მოკლე დროში ევროპის მსგავს პატარა ციხეებზე გადავიდეთ. ზოგიერთ დაწესებულებაში 2400-ზე მეტი ადამიანია და ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მართვის პრობლემა უფრო მწვავედ დგას. მართალია, პატარა დაწესებულებებზე გადასვლას ვგეგმავთ, მაგრამ ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ერთი ევროპული სტანდარტის ციხის მშენებლობა 30 მილიონ ევროზე მეტი ჯდება და ამიტომ, ეს პრიორიტეტი წლებზეა გაწერილი“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)