|
2016-12-28 19:14:03, 865 ნახვა
საზოგადოება
„საზმაუს“ გენდირექტორის პოსტის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი 15-მა პირმა გამოთქვა
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს მიერ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილეობის სურვილი 15-მა პირმა გამოთქვა. განცხადებების მიღება დღეს, 18:30 საათზე დასრულდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს განცხადებით ბაჩუკი ბახტაძემ, რევაზ შალიბაშვილმა, ზაალ ანჯაფარიძემ, გიორგი ქავთარაძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, ნინო ზაუტაშვილმა, გურამ ფალავანდიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა, თინათინ ბერძენიშვილმა, დავით ცინცაძემ, მანანა ღოღობერიძემ, რამაზ სამხარაძემ, თამაზ ბიბილურმა, ნათია კუპრაშვილმა და მარგარიტა დოლიძემ მიმართეს. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსი ჩატარდება ორ ტურად. ღია კონკურის შემდეგ, კანონით დადგენილი სამი დღის ვადაში კანდიდატთა სია გამოქვეყნდება. სიასთან ერთად გამოქვეყნდება თითოეული კანდიდატის CV და სამოტივაციო წერილი. მეორე ტურში გასასვლელი კანდიდატების ვინაობის გამოვლენის მიზნით, კონკურსის პირველი ტურის ფარული კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. სამეურვეო საბჭოს სხდომა 2017 წლის 3 იანვარს გაიმართება. კონკურსის მეორე ტურში გასულ კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 4 და 5 იანვარს. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოსავლენად, სამეურვეო საბჭოს სხდომა მომავალი წლის 6 იანვარს გაიმართება.
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)