|
2016-12-28 17:17:28, 1110 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი ახალარჩეულ პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტის გადავადებასთან დაკავშირებით, არასწორი პრაქტიკა არ გაიმეორეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალარჩეულ პარლამენტს მოუწოდებს, კანონპროექტის გადავადებასთან დაკავშირებით, არასწორი პრაქტიკა არ გაიმეორეს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა. „საქართველოს პარლამენტმა გადაავადა რამდენიმე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დონის რეფორმა, მათ შორის საჯარო სამსახურის რეფორმა და გადაწია ამ რეფორმების შესრულების ვადები. საქართველოს პრეზიდენტი აწერს ხელს ამ კანონპროექტებს, თუმცა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, რომელიც ახალარჩეულია, რომ არ გაიმეოროს ის არასწორი პრაქტიკა, რომელიც ჰქონდა წინა პარლამენტს, გადავადებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველა რეფორმას ფასი აქვს მაშინ , როდესაც ის არის დროული და განსაკუთრებით იმიტომ, რომ სახელმწიფო ამოცანად დასახული არის სწრაფი განვითარება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)