21:43 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-28 14:19:13, 1584 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კილაძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღესაც აქვს შესაძლებლობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩაერთოს

„მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ  ჩვენი გუნდი სისტემურად უდგება საქართველოს კონსტიტუციის გადახედვის საკითხს, რაც არ იყო წინა ხელისუფლების პირობებში“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წარმომადგენელი სოფიო კილაძე  პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო კომისიის შექმნის საკითხს. 

დეპუტატის თქმით, ქვეყნის ძირითად კანონში ბალანსი ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს დაცული.  

 „რაც შეეხება წარმომადგენლობის საკითხს, ნამდვილად ვერ გავიზიარებ ზოგიერთის მოსაზრებას  იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საკონსტიტუციო კომისია არ არის წარმომადგენლობითი. 
პირიქით, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აქვთ როგორც ფაქტობრივი ასევე ფორმალური შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დღესაც კი შეუძლია მთლიანად ჩაერთოს და ნაყოფიერად იმუშაოს ჩვენთან ერთად. თვითონ განაცხადეს უარი და შესაბამისად ნებისმიერ დროს ჩვენი კარი ღია არის მათთვის. ძალიან მნიშნელოვანი საკითხია მთლიანად შემადგენლობა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის,ჩვენ უზრუნველვყავით ის, რომ არამხოლოდ უმრავლესობა იყოს წარმოდგენილი, არამედ ოპოზიციაც  ძალიან კარგად იყოს წარმოდგენილი კომისიის მუშაობაში. იყოს ასევე სამოქალაქო საზოგადოება ფართოთ წარმოდგენილი და ასევე ექსპერტები. შესაბამისად ძალიან მნიშნელოვანია ის კონფიგურაცია, რომელიც შეიქმნა საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს წარმოდგენილი პროექტი ძალიან მჭიდრო ვადებში მზად იყოს და ყველა შესაბამისი დაინტერესებული პირი იყოს ჩართული“, - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა და კომისიამ პირველი სხდომა 24 დეკემბერს ჩაატარა. ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით კომისიას 3 ტანათავმჯდომარე: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე უნდა ჰყოლოდა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics