00:26 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-27 15:09:19, 786 ნახვა

საზოგადოება
დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროსა და BTU-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ახალი მიდგომების დანერგვის მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა მოაწერეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოში მსოფლიოს დასაქმების ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციის დამკვიდრების ხელშეწყობა მოხდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დასაქმების საერთაშორისო პლატფორმაზე არსებულ სამუშაო ადგილებს  ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ბაზაში რეგისტრირებულ პირებს შესთავაზებს. ბენეფიციარებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი მსოფლიო დასაქმების პლატფორმაზე დაფიქსირებული დისტანციური სამუშაოს მოძიებასა და შესრულებაში, ასევე არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მათთვის საჭირო პროფესიული უნარების შეძენასა და გადამზადებაში დაეხმარება.

გადამზადება ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებულ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს მოიცავს. პროექტის ბენეფიციარები დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციების მოძიებას და ყოველდღიურად განახლებად 10 მილიონზე მეტი ვაკანსიის მქონე დასაქმების პლატფორმასთან მუშაობას შეისწავლიან.

აღნიშნული თანამშრომლობა ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ სამინისტროში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics