|
2016-12-27 00:31:39, 1285 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა უნდა გამარტივდეს
პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება თითქმის შეუძლებელია, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლი საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის ერთ-ერთი საგანი უნდა იყოს. მისივე განცხადებით, როგორც საპარლამენტო სისტემისთვის, ისე ნახევრად საპრეზიდენტო სისტემისათვის დამახასიათებელი მოვლენაა ის, რომ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში, ძალიან მარტივად, რამდენიმე დღიანი პროცედურის საფუძველზე უცხადებს მთავრობას უნდობლობას. ”საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლი საკონსტიტუციო კომისიის მსჯელობის ერთ-ერთი საგანი უნდა იყოს. ვენეციის კომისიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე, კრიტიკული შენიშვნა სწორედ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ეხებოდა. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადება თითქმის შეუძლებელია, რაც ხელისუფლების დანაწილების პრინციპს ეწინააღმდება. როგორც საპარლამენტო სისტემისთვის, ისე ნახევრად საპრეზიდენტო სისტემისათვის დამახასიათებელი მოვლენაა ის, რომ პარლამენტი საჭიროების შემთხვევაში, ძალიან მარტივად, რამდენიმე დღიანი პროცედურის საფუძველზე უცხადებს მთავრობას უნდობლობას. სწორედ ასეთი სახით უნდა იყოს ჩამოყალიბებული პროცედურა საქართველოს კონსტიტუციაშიც. არსებობს კლასიკური მოდელები როგორც კონსტრუქციული ვოტუმის, ისე არაკონსტრუქციული ვოტუმის. შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ რომელიმე კლასიკური მოდელით. ასეთ პირობებში ძალიან მარტივად შეიძლება განვსაზღვროთ უნდობლობის ვოტუმის ოპტიმალური მოდელი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)