01:28 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-26 13:46:01, 2068 ნახვა

სამართალი
სოციალური მომსახურების სააგენტო იმერეთის სამხარეო ცენტრის სპეციალისტების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს

სოციალური მომსახურების სააგენტო იმერეთის სოციალური მომსახურების  სამხარეო ცენტრის სპეციალისტების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში თანხების მითვისების ფაქტზე საქმის აღძვრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე მოხდა.

„მას შემდეგ რაც, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და „ლიბერთი ბანკში“ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში ადგილი ჰქონდა ფინანსურ დარღვევებს კონკრეტული პირების მხრიდან, სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა შეისწავლა მასალები და ახსნა-განმარტება ჩამოართვა საქმესთან დაკავშირებულ რამდენიმე პირს. მოპოვებული ინფორმაცია შესაბამისი რეაგირებისთვის გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი ღონისძიების შედეგად დაკავებულია იმერეთის სოციალური მომსახურების  სამხარეო ცენტრის 2 თანამშრომელი.

სოციალური მომსახურების  სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად განაგრძობს მუშაობას მსგავსი, შესაძლო დარღვევების გამოსავლენად“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, საპენსიო თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics