|
2016-12-26 13:02:22, 1185 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ
საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ. მინისტრი კომიტეტის წევრებს აცნობს ბოლო ორი თვის განმალობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე სხვა საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის შეაჯამებს ახალი მთავრობის დამტკიცების შემდგომ განხორციელებულ მაღალი დონის მნიშვნელოვან ვიზიტებს. ასევე, მიხეილ ჯანელიძე პარლამენტარებს გააცნობს ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაწეულ სამუშაოებს და მიღწეულ პროგრესს, შეაჯამებს ნატო-სა და ეუთოს მინისტერიალებს და იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებში საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)